სოფელ ორულუში ნარკოტიკული მცენარის დათესვა-კულტივირებისთვის ერთი პირი დააკავეს

0

20 ივლისს, გვიან ღამით შსს ზუგდიდის სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში დააკავეს ადგილობრივი ლ.ნ. დაკავებულის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოფ.ორულუში ლ.ნ-ს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შემდეგ ამოღებული იქნა 10 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე.

დაკავებული აღიარებს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და კულტივირებას.

სხვა ახალი ამბები: