სოფელ სერგიეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონის მშენებლობა დაიწყება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონის მშენებლობა დაიწყება. ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 ადგილიანი იქნება, რომელიც თანამედროვე განათებით და აპარატურით აღიჭურვება.

პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი  ღირებულება 1 500 000 ლარია. სამუშაოებს შპს ,,გლობალსტანდარტმშენი” და შპს ,, ჯი თი ჯი” შეასრულებს.

პროექტის დასახელება: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ შერგიეთში საფეხბურთო სკოლის  ხელოვნურსაფარიანი მოედანის მოწყობა.

 

სხვა ახალი ამბები: