სოფელ ტყაიაში ელექტროენერგიის გადამცემი ახალი ხაზი ჩაირთო

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, დღეს, ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც 29 აბონენტისთვის ელექტროენერგიის გადამცემი ახალი ხაზის ჩართვას დაესწრო.

ხაზი ავარიულ მდგომარეობაში იყო და აღნიშნულ პრობლემაზე, მუნიციპალიტეტის მერს, მოსახლეობამ თხოვნით ერთ-ერთ შეხვედრაზე მიმართა. ხარისხიანი და სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით აშენდა 800 მეტრი სიგრძის 10 კვტ-ის ელ.გადამცემი ხაზი. დამონტაჟდა 15 ცალი მაღალი ძაბვის საყრდენი.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ენერგო-პრო ჯორჯიას, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის დირექტორს კახა ქისეტაშვილსა და რეგიონალური ფილიალის ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრალურ მენეჯერს ლერი კაკაურიძეს პრობლემაზე დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

სხვა ახალი ამბები: