სოფერ ინჩხურში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ხიდის სავალი ზედაპირი მოწყობა ახალი ფოლადის ფურცლით, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 39 063 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლ გრუპი“ ასრულებს.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.