“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სენაკში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის‘’ ფარგლებში თეკლათის, ზემო ჭალადიდისა და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გამგებელმა მათთან შეხვედრისას ისაუბრა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და უპასუხა მოქალაქეთა შეკითხვებს.

ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის განმარტებულ იქნა ცვლილებები საქართველოს კანონში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის და, აგრეთვე, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებების აღიარების შესახებ.

სხვა ახალი ამბები: