სოფლის რწმუნებულის ცემაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ 2.000 ლარის გადახდა დააკისრა

0

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ, სოფელ უჩაშონას რწმუნებულის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულ ნიკა ჭურღულიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2. 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. დაცვის მხარეს გირაოს გადახდის ვადად 7 დღე მიეცა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო იყო, რომელსაც 24 საათში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ნიკა ჭურღულია კი საკუთარ თავს უდანაშაულოდ ცნობს. ის აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია, რადგანაც თავად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უჩაშონაში ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა, როდესაც სოფლის რწმუნებულ ბეჟან ჭურღულიასა და მის ახლობელ ნიკა ჭუღულიას შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: