“სპორტი ბარიერების გარეშე”- ზუგდიდში  3 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დაიწყო

0

“სპორტი ბარიერების გარეშე”- ზუგდიდში  3 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

14-დან 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა გუნდები სპორტის 4 სახეობაში: მინი – ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

სპორტულ ტურნირში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივლისს ანაკლიაში გაიმართება.

სამდღიანი ტურნირი,  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: