სპორტის მინისტრმა სენაკსა და აბაშაში ქუჩის სავარჯიშოები დაათვალიერა

0

სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლებთან  ერთად სენაკსა და აბაშაში ქუჩის სავარჯიშოები დაათვალიერა. პროექტს სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტრო ახორციელებს.

სპორტის მინისტრი დღესვე სენაკის ფუტსალის გუნდს სტუმრობდა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცა.

სპორტის მინისტრმა სენაკსა და აბაშაში საფებხბურთო სტადიონები და სპორტული დარბაზები დაათვალიერა, სპორტსმენებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ინვენტარით აღიჭურვა თბილისისა და რეგიონების არაერთი სპორტული ობიექტი და საჯარო სკოლა.

სხვა ახალი ამბები: