სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ვიზიტი სამეგრელოში

0

მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ზუგდიდსა და სოფელ რიყეში სპორტული ობიექტები მოინახულა და სპორტსმენებს შეხვდა.

სამეგრელოს სპორტულ სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცა საჭირო სპორტული ინვენტარი. მინისტრი, მაოდგილეებთან ერთად, რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო. სტუმრებს ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ უმასპინძლა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ინვენტარით აღიჭურვა თბილისისა და რეგიონების არაერთი სპორტული ობიექტი და საჯარო სკოლა.

სხვა ახალი ამბები: