“SSA Marine”-ის ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიაშია

0

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტოპერატორის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტი ანაკლიას ეწვია. ბობ ვოტერსმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერა. ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებას მსოფლიო კლასის პორტოპერატორთან SSA Marine-თან მართავს.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვოტერსი მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად მოლაპარაკებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს. პორტის ოპერატორის გამოვლენა 2017 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს.

კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

სხვა ახალი ამბები: