სტატიის გამოქვეყნების წესები

საიტზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს იმ ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლებიც ათავსებენ მასალას ვიდეოს ან ფოტოს სახით. ვიდეოფაილის ატვირთვა შეგიძლიათ youtube.com გვერდზე და ამის შემდეგ ლინკის მითითება. თითო სტატიაზე შეგიძლიათ მოათავსოთ 3 ფოტო. შემოთავაზებული მასალები აუცილებლად უნდა იყოს აგებული რეალურ ფაქტებზე, თუმცა მასალა უნდა შეიცავდეს საზოგადოებისთვის საინტერესო ფაქტებს. დაუშვებელია პორნო და პირადი ფოტო ან ვიდეომასალების ატვირთვა. თქვენს მიერ smo.ge-ს ვებ გვერდზე ატვირთული ფოტო ან ვიდეომასალას თან უნდა ჰქონდეს დართული შესაბამისი ტექტი, თუ რაზეა ესა თუ ის შემოთავაზებული სიუჟეტი ან ფოტორეპორტაჟი. თქვენს მიერ შემოთავაზებული მასალები დაცულია კანონმდებლობით. მასალების გამოყენება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში შეთანხმების გარეშე არ შეიძლება. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს smo.ge-ს დასახელება. თქვენ ასევე გაქვთ სრული უფლება მასალის მოწოდების შემთხვევაში დაასახელოთ თქვენი ვინაობა და მასალა ვებ გვერდზე საავტორო უფლების დაცვით გამოქვეყნდეს. თუ არ გსურთ თქვენი ვინაობის გამჟღავნება, შეგიძლიათ დარჩეთ ანონიმ ავტორად. მასალის შინაარსსა და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს ავტორი. ამ წესების გაცნობის შემდეგ შენ ავტომატურად ხდები smo.ge-ს “მოქალაქე ჟურნალისტი”. ნუ დააყოვნებ, ატვირთე შენს მიერ მოპოვებული საინტერესო ვიდეო ან ფოტომასალა.