სტიქია სენაკში – არსებულ ვითარებას სამეგრელოს გუბერნატორი ადგილზე გაეცნო

0

სენაკის მუნიციპალიტეტი ძლიერმა წვიმამ დააზრალა. ადიდებულმა ღელეებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა. სენაკის სოფლებში 2 უბანი ცენტრალურ გზასაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და ხიდბოგირები.

ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურა და ოჯახები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული აღდგენითი და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ლევან შონიამ გაწეული დახმარებისთვის სამაშველოს სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

სენაკში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.

დილიდან სენაკში სტიქიიის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. მონაცემების დაჯამებისთანავე ინფორმაცია მთავრობაში გაიგზავნება.თავდაპირველად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.

სხვა ახალი ამბები: