სტიქია წალენჯიხაში – მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან (ფოტორეპორტაჟი)

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ქალაქ ჯვარში, მუჟავაში, ჭალესა და ჩქვალერში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსება და კერძო სახლებს სახურავი გადახადა, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეებიც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ დროისათვის სტიქიის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფება ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც შექმნილ მდგომარეობას ეცნობა. სტიქიიგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

სხვა ახალი ამბები: