სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემწავლელი კომისია ზუგდიდში დღეს შეიკრიბა

0

„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემწავლელი კომისია“ დღეს სხდომაზე შეიკრიბა, სადაც ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში მეურნეობის ბინების რეაბილიტაციის საკითი იქნა განხილული. ყოფილი ჩაის მეურნეობის დასახლებაში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ძლიერმა ქარმა დააზიანა და ავარიულ მდგომარეობაშია, რომელიც საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

სარეაბილიტაციოა ბინის სახურავი, კანალიზაცია, წყალმომარაგება და ასევე მოსაწესრიგებელია ბინის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაციას სულ 24 ოჯახი საჭიროებს. კომისიის გადაწყვეტილებით უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე.

კომისიას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია ხელმძღვანელობს.

სხვა ახალი ამბები: