სტიქიის ზონაში 20-ზე მეტი მძიმე ტექნიკა მუშაობს

0

ჭუბერში სტიქიის ზონაში 20-ზე მეტი მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს ნაპირების გამაგრებითი სამუშაოები.

ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ „ენერგო-პრო ჯორგიას“ თანამშრომლები, ჭუბერის ნაწილისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება სტიქიის ღამესვე მოხდა, ნაწილისთვის კი დღეს მოხდება.

მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.