სვანეთში პრემიერს ელოდებიან – დღეს თეთნულდის სათხილამური კურორტი იხსნება

0

დღეს თეთნულდის სათხილამურო კურორტი ოფიციალურად გაიხსნება. სვანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა, რომლის დაფინანსებაშიც ქართველებთან ერთად ფრანგული მხარეც არის ჩართული.

პროექტი რამდენიმე წელს მოიცავს და მისი დასრულების შემდეგ კურორტზე 6 საბაგირო იფუნქციონირებს. თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა, მათ შორის დამწყებებისთვის – მარტივი, პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის კი გრძელი და გაუკვალავი ტრასები.

ამ ეტაპზე თეთნულდის მხოლოდ პირველი საბაგირო გზა გაიხსნება, რომელიც დღეიდან შევა ექსპლუატაციაში და ამ სეზონზე სრიალი უფასო იქნება.

სხვა ახალი ამბები: