სვანეთში საკურორტო სეზონი 23 დეკემბერს გაიხსნება

0

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო გზა, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს, 23 დეკემბერს გაიხსნება.

”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია”, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია “დოპელმაიერი” ახორციელებს.

საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. სამაგირო 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა