“Tagesspiegel”:- “პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთელი თავისი შარმი დაკარგა”

0
mixeil-saakashviliგერმანული გამოცემა “Tagesspiegel” საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიას უძღვნის და წერს, რომ „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი თავისი შარმი დაკარგა”.
როგორც გამოცემის ჟურნალისტი აღნიშნავს, “მიმდინარე წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი პრეზიდენტობა დასრულდება და ამ დროისთვის მისი, როგორც დემოკრატიის და კორუფციასთან ბრძოლის მოდელის იმიჯი საგრძნობლად არის შერყეული”.
„ცოტა ხნის წინ ოპოზიციამ დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც სააკაშვილის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიერ სახელმწიფო ხარჯზე მდიდრულ ცხოვრებაზე მეტყველებს. ამ დოკუმენტების წყალობით გახდა ცნობილი, რომ გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ სააკაშვილის ძვირადღირებულ საღამოებს დუბაიში, მისი შვილების განათლებას და რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის ძვირადღირებულ საჩუქრებს. ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილმა ვეღარ გააღვივა მუხტი საკუთარ მომხრეებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის – “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ”, – წერს “Tagesspiegel”.
ამასთან, ჟურნალისტი თავად „ნაციონალურ მოძრაობაში” გაჩენილ ბზარზეც მიუთითებს.
“საქმე კარგად არც სააკაშვილის პარტიას აქვს. უცნობია, როდემდე შეძლებს პრეზიდენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლის პროცესის შეკავებას.
აქციაზე სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლის დროს ტრიბუნა პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა, რომელიც ადრე შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ახლა კი შიდაპარტიული არეულობის ცენტრშია”, – წერს გამოცემა.

სხვა ახალი ამბები: