“TBILISI 2015”-ის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალის ორგანიზებას კულტურის პალატა გაუწევს

0

11248233_1017217721629353_2108332319_oევროპის ახალგაზრდური ოლიმპიური ფესტივალი “TBILISI 2015”-ის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა გაუწევს. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “TBILISI 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ იქნა მიღებული.

საორგანიზაციო ჯგუფს უხელმძღვანელებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. საქართველოს კულტურის პალატამ აღნიშნულ ღონისძიებების რეჟისორად მოიწვია მსოფლიოში აღიარებული ისეთი რეჟისორი, როგორიცაა David Zolkwer.

მას აქვს ნამუშევარი ისეთ პროექტებზე როგორებიცაა: 1997 წლის ჰონგ კონგის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთისთვის გადაცემის ცერემონია, 2002 წლის Commonwealth თამაშებისი გახნითი ცერემონია. 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონია, 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონიის შემოქმედებითი კონსულტანტი, 2009 წლის FIFA კონფედერაციის თასის გახსნითი ცერემონია, 2010 წლის FIFA მსოფლიო თასის გახსნითი ცერემონია, დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილის შემოქმედებითი რეჟისორი და ბევრი მრავალი ღონისძიებების რეჟისორი და ორგანიზატორი. Zolkwer არის დაჯილდოებული საპატიო დოქტორის ხარისხით ლონდონის უნივერსიტეტში.

David Zolkwer-ს აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარებასა და კონსულტაციას გაუწევენ რეჟისორები დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი, ასევე მხატვარი თამარ ფოცხიშვილი.