ტელეკომპანია “ოდიში” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვენელმა დატოვა

0

ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “ოდიში”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვენელმა ნანა ქობალიამ აღნიშნული ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ smo news-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. ახალი ამბების სააგენტომ თავად ნანა ქობალიასთან სცადა დაკავშირება, თუმცა მას ტელეფონი გათიშული აქვს.

SMO NEWS ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს, ლევან კალანდიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა არსებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ ის ნანა ქობალიას ნაცვლად ვერ ილაპარაკებს.

“ძალიან სამწუხაროა ნანა ქობალიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მან ეს დაახლოებით სამი დღის წინ გადაწყვიტა. მიზეზებზე მე ვერაფერს გეტყვით და ალბათ ის გააკეთებს საჯარო განცხადებას სოციალური ქსელის შაშუალებით. ალბათ ამის შემდეგ მეც დავტოვებ ტელეკომპანია “ოდიშს”-განაცხადა ლევან კალანდიამ.

სხვა ახალი ამბები: