თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის ტურნირის გამარჯვებული სოფელ ცაცხვის გუნდი გახდა

0

დღეს, 8 მაისს საფუძველი ჩაეყარა თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის ტურნირს ფეხბურთში.
ტურნირი ცაცხვის უბანში, მდინარე ჯუმთან მდებარე მინი-სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად მონაწილეობა მპგ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” საოლქო ორგანიზაციის წევრებმაც მიიღეს.

თამაში ადგილობრივი გუნდის მოგებით დასრულდა. გამარჯვებულებს თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის თასი და ფეხბურთის ბურთი გადაეცათ.

აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნოდათ ცაიშსა და ცაცხვში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ტურნირის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.

თამაზ ჟორჟოლიანი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ხოლო 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებში ხმათა უმრავლესობით ცაიშის თემის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული იქნა, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.