თამუნა ჯიქია ირაკლი ჩიქოვანს – სირცხვილია მხარდაჭერა თხოვო ქალაქს, რომელიც არც ერთხელ არ მოგიკითხავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი და “ქართული ოცნების” წევრი თამუნა ჯიქია სოციალურ ქსელში “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანს” ეხმაურება. “ქართული ოცნების” წევრი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს აკრიტიკებს.

“რა გულმა გაგიძლო ირაკლი, რომ საყვედურის ერთი სიტყვა მაინც არ გეთქვა ნაციონალებისთვის 2012 წელს მოპარული არჩევნების გამო? შენს ალასანიას არ ამოუღეს მანდატი ჯიბიდან? 4 საათი იბრიქებოდი პირდაპირ ეთერში და არც ერთი სიტყვა შე კაცო? ბოლო ოთხი წელი რომ სათოფეზე არ გაკარებიხარ ზუგდიდს ამას თავი დავანებოთ, ჩამოხვედი საარჩევნოდ და ისევ ნაციონალების წისქვილზე ასხამ წყალს? ,,ქართულ ოცნებას” ებრძვი?

ვინც შენ და შენი მეგობრები პარლამენტში მოგიყვანა იმ ხალხს უპირისპირდები? სირცხვილია, სირცხვილი, 4 წელი იჯდე როლანდ ახალაიასთან ერთად პარლამენტში და მოპარულ არჩევნებზე, სამეგრელოში ჩადენილ სისასტიკეზე ერთი სიტყვა არ უთხრა, სირცხვილია მხარდაჭერა თხოვო ქალაქს,რომელიც არც ერთხელ არ მოგიკითხავს, რომელსაც შენი პარლამენტში ყოფნით არანაირი სარგებელი არ მიუღია, სირცხვილია იკადრო ყველაფერი მიზნის მისაღწევად,

ონჯღორე რე ირაკლი, ონჯღორე”-ნათქვამია თამუნა ჯიქიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.

სხვა ახალი ამბები: