თამუნა ჯიქია: “როგორც ჟურნალისტი არასოდეს ვიოცნებებ ვიმუშაო ისეთ ტელევიზიაში, როგორიც არის “რუსთავი 2”

1

პროფესიით ჟურნალისტი, ამჟამად ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელი თამუნა ჯიქია სამაუწყებლო კომპანია” რუსთავი2″-ს მიკერძოებული რეპორტაჟების ტირაჟირებისთვის აკრიტიკებს. შესაბამისი სტატუსი მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში განათავსა. ჯიქიას განცხადებით, ის ზუსტად ხუთი წელია არ უყურებს აღნიშნული ტელეკომპანიას სატელევიზიო ეთერს და მეტიც, რცხვენია იმ ტელევიზიის და როგორც ჟურნალისტი ვერასოდეს გახდებოდა იმ გუნდის რიგითი წევრი და კოლეგა, სადაც არიან გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, აკაკი გოგიჩაიშვილი, ზაალ უდუმაშვილი, მაია ასათიანი, დიკო ჯოუა.

“გული მწყდება როდესაც ჟურნალისტებს აუგად მოიხსენიებენ, მათ ლანძღვას საკუთარ შეურაცყოფად ვიღებ, რადგან როგორც პროფესიით ჟურნალისტისათვის საწუხილოა კოლეგებისა და პროფესიის გაქილიკება. თუმცა, უნდა ვაღიარო რომ 5 წელია არ ვუყურებ „რუსთავი 2“ს, რადგან მაყურებელს წლებია კვებავენ სიცრუის ტირაჟირებით. როგოც წესი, სენსაცია არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს – მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც არსებობს მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ჩარჩო, რომლის იქით „წაფართხალება“ არ შეიძლება.

მართალია, საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს და ამავდროულად სიტყვის თავისუფლებაც შეუზღუდავია, მაგრამ მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს სანდო, მრავალმხრივი და გადამოწმებული ინფორმაცია. მრავალი ქვეყნის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი სწორედ მოქალაქეთა ამ უფლების აღიარებით იწყება. იმისათვის, რომ ჟურნალისტიკამ შეძლოს ამ მისიის შესრულება, მხოლოდ პრესის თავისუფლება არ არის საკმარისი, საჭიროა, მას ჟურნალისტური პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაც დაემატოს. ყოველივე ამის უქონლობამ გააქრო ჩემში „რუსთავი 2“ს ჟურნალისტების მიმართ ნდობა.

წლები ვუმტკიცებდი საკუთარ ოჯახს რომ ჟურნალისტიკაზე კარგი პროფესია არ არსებობს, დღემდე მჯერა ამის. ჩემთვის უმთავრესი არის სიმართლე, სწორედ ამიტომ ვამბობ რომ როგორც ჟურნალისტი არასოდეს ვიოცნებებ ვიმუშაო ისეთ ტელევიზიაში, როგორიც არის „რუსთავი 2“, ვერ ვიქნები იმ ტელევიზიის რიგითი წევრი და კოლეგა იმ ჟურნალიტებისა, სადაც არიან გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, აკაკი გოგიჩაიშვილი, ზაალ უდუმაშვილი, მაია ასათიანი, დიკო ჯოუა. ვერასოდეს ვიქნებოდი იმ პიროვნების დაქვემდებარების ქვეშ, როგორიცაა ნიკა გვარამია. მრცხვენია და ვწუხვარ რომ ამისი თქმა მიწევს, მაგრამ თქვენ არცხვენთ ქართულ ჟურნალისტიკას, თქვენ „აპრავებთ“ დამნაშავე რეჟიმს, ხელს უწყობდით „ორი გვამის“ მოძიებაში, აქციების დარბევაში, ხალხის გაუჩინარებაში, უსამართლო დამნაშავეების დასჯაში, „ნულოვან ტოლერანტობაში“, მოსახლეობის გაბითურებაში, ქართული სიწმინდეების ალაგმვაში, მამკაცების ღირსების შელახვაში. ამასვე აგრძლებთ დღემდე.

მათი დაკვეთით აქებთ, ადიდებთ „სისხლიანი 9 წელიწადის“ შემოქმედებს, მაყურებელს ასაზრდოებთ იმით რაც მათ აწყობთ, სახელს ულახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის, დამნაშავედ და მოძალადედ გამოგყავთ ის სახელოვანი სპორტსმენები, როგორებიც არიან კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური, გრიგოლ ტყემალაძე, გიორგი გოგიძე, ვლადიმერ გეგეშიძე და ამ დროს გავიწყდებათ აღნიშნოთ თუ რა გამოარეს და რატომ ჩაიდინეს ის, რაც კორცხელში მოხდა. კარგი იქნებოდა გეცათ პატივი პროფესიული ღირებულებებისთვის და მხოლოდ ერთი მხარის სიმართლე არ გეჩვენებინათ. ცხადია, რაც იმ დღეს მოხდა არ არის სასაიმოვნო ფაქტი, მაგრამ ყველაფრის ისე წარმოჩენა როგორც „იმათ“ აწყობთ არ შეიძლება. არ შეიძლება ისეთი ადამიანები აპიაროთ, როგორებიც არიან გიგა ბოკერია, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, თენგო გუნავა, რადგან ხალხს ახსოვს, ჩვენ გვახსოვს თუ როგორ მოვიდნენ აქამდე და ვხედავთ რა გზას მიუყვებიან.

რუსთავი 2 ნუ აქციეთ ტელევიზია „იმათ“ ცენტრალურ შტაბად! ნუ არცხვენთ პროფესიას – ჟურნალისტი!”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი თამუნა ჯიქია.

სხვა ახალი ამბები: