“თავადი-1”- სამშენებლო კომპანია ზუგდიდში ხარისხის ნიშნით (R)

0

სამშენებლო კომპანია, შპს “თავადი1” ზუგდიდში 2007 წლიდან არსებობს. აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ზუგდიდის მკვიდრი ელგუჟა გურიელი ხელმძღვანელობს, რომელიც პროფესიით ინჟინერია. “თავადი1”-ში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ყოველთვიურ სარგოს დროულად იღებენ.

სამშენებლო კომპანიის მიერ ზუგდიდში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ელგუჯა გურიელის განცხადებით, 2007 წლიდან დღემდე კომპანიის მიერ ორასამდე პროექტი წარმატებით განხორციელდა და ჩაბარდა სახელმწიფოს.

“რესტავრირება გავაკეთეთ როგორც ზუგდიდის საჯარო სკოლებში, ასევე რეგიონის მასშტაბითაც. გავაკეთეთ რკინა-ბეტონის გზები დარჩელში, ბაშში, რომელიც სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება და ჩაბარდება სახელმწიფოს. მიმდინარეობს ზუგდიდში სამაშველო სამსახურის შენობის მშენებლობა და კიდევ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ და მიმდინარეობს კიდევ სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ჩვენი ძირითადი მიზანია ვაკეთოთ ხარისხიანად და ყველა სტანდარტის დაცვით”-აცხადებს სამშენებლო კომპანიის დირექტორი ელგუჯა გურიელი.

საინფორმაციო სააგენტო  smo news “თავადი1”-ის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელი კმაყოფილია აღნიშნულ კომპანიაში მუშაობით.

“დაახლოებით 30 წელზე მეტია ვმუშაობ სამშენებლო კომპანიებში. ვიყავი “ენგურჰესის” თანამშრომელიც, ასევე ვმუშაობდი “ენერგოკომპანიაში”, თუმცა აქ სულ სხვა გარემოა. ხელფასიც დროულად გვეძლევა და სამუშაო გარემოც ჩვენთვის კომფორტულია. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, მაგრამ ჩვენი უფროსი, ბატონი ელგუჯა თითოეული თანამშრომლის ერთგული მეგობარია. გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი პრობლემებიც და სიხარულსაც ჩვენთან ერთად იზიარებს. ეს დამეთანხმებით რომ დასაფასებელია,”-აცხადებს შპს “თავადი1”-ს თანამშრომელი ნანა ალმასია.

“თავადი1”-ის დირექტორმა ელგუჯა გურიელმა მშობლიურ ქალაქს ზეთისხილის ხეც უსახსოვრა. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ზეთისხილის ხე დაირგო და სპეციალური ბეტონის საფარით იქნა შემოკავებული.

“მიხარია რომ ჩემი ქალაქი დღითიდღე ლამაზდება. ამაზე უკეთესს ალბათ ვერც ვერაფერს გავაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე და მისი იერსახის შენარჩუნებაზე. მე მყავს შვილები, შვილიშვილები და ჩემი ვალია მათ დავუტოვო ლამაზი და მოვლილი ქალაქი”,-აცხადებს “თავადი1”-ის დირექტორი ელგუჯა გურიელი.

სხვა ახალი ამბები: