“თავგანწირვის ტაძარი” – ფილმის პრეზენტაცია სენაკში

0

სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, გაიმართა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია ,,გუთანის’’ მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდის თემაზე შექმნილი ფილმის – ,,თავგანწირვის ტაძარის’’ (რეჟისორი – ლექსო გელაშვილი) პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოება, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ფილმის ჩვენების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მეუფე შიომ, რომელმაც ხაზი გაუსვა, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, მისი ზნეობრივი სიჯანსაღისათვის ოჯახის სიძლიერეს, მისი სიწმინდის დაცვას.

ფილმის მნიშვნელობის, სტუდია ,,გუთანისა’’ და ჩოხოსანთა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ისაუბრა საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარემ, სტუდია ,,გუთანის’’ მთავარმა რედაქტორმა ზვიად სეხნიაშვილმა. ღონისძიება მიჰყავდა გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს, პოეტ ვასილ ბესელიას.

სხვა ახალი ამბები: