“თავისუფალი დემოკრატები” აბაშაში პარტიის წევრებმა დატოვეს

0

“თავისუფალი დემოკრატების” ათამდე წევრმა აბაშის რაიონული ორგანიზაცია დატოვა და “ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანდა. სწორედ აღნიშნულ თემაზე დილით ბრიფინგი გამართეს “ქართული ოცნების” აბაშის ორგანიზაციის ოფისში. მათი განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზად “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური ორიენტაცია სახელდება.

“თავისუფალი დემოკრატებიდან” “ქართულ ოცნებაში გადასულმა” ახალმა წევრებმა  ბრიფინგზე მხოლოდ მოკლე განცხადება გააკეთეს. მათ მედიის მიერ დასმულ კითხვებზე არ უპასუხიათ.

სხვა ახალი ამბები: