“თავისუფალი ზონა” იშლება – ორგანიზაციის წევრებმა ოფისის დაცლა დაიწყეს

0

“თავისუფალი ზონა” სავარაუდოდ იხურება. ამის შესახებ ამავე ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ. ბესო კალანდაძის განცხადებით, ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი ხანია გაემიჯნა, თუმცა ამაზე საჯარო განცხადებები მათ არ გაუკეთებიათ.

ცნობილი ხდება იმის შესახებ, რომ “თავისუფალი ზონის” დარჩენილმა წევრებმა თბილისში, კოლმეურმეობის მოედანზე მდებარე ოფისის დაცლა დაიწყეს. “ზონის” წევრები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ოფისის დაცლის მიზეზი დაფინანსების შეწყვეტა გახდა.

ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არავინ აკეთებს, მათ შორის “თავისუფალი ზონის” ლიდერი კობა ხაბაზი. ხაბაზი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სხვა ახალი ამბები: