თბილისიდან სტუმრად ჩამოსულმა ახალგაზრდა ქალმა ანაკლიაში კერძო სახლი გაქურდა

0

23 ივლისს, გვიან ღამით ანაკლიაში სტუმრად ჩამოსულმა ახალგაზრდა ქალმა კერძო სახლი გაქურდა. ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა ქალბატონი ანაკლიაში სტუმრად რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და დროებით ერთ-ერთ ნაქირავებ სახლში დაბინავდა.

შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ანაკლიაში სახლიდან ქურდობის ფაქტზე დააკავა თბილისიდან ანაკლიაში ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონი, 1997 წელს დაბადებული თ.მ. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

სხვა ახალი ამბები: