თბილისში სასტუმრო Golden Tulip შემოდგომაზე გაიხსნება

0

თბილისში Golden Tulip-ის სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება. კომპანია “ბლოკ ინვესტის” ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროში ამ ეტაპზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

ობიექტი 80 ნომრიანი იქნება და ის დედაქალაქში, 300 არაგველის ქუჩაზე გაიხსნება.

ცნობისათვის, მთლიანობაში პროექტში 11 მილიონი დოლარია ჩადებული.

სხვა ახალი ამბები: