The Wall Street Journal: ”პრემიერმა პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემაზე მინიშნება გააკეთა”

0
wowგავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal” საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიით „საქართველოს პრეზიდენტის უახლოეს მოკავშირეებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ” ეხმიანება და წერს, რომ ”პრემიერმა მინიშნება გააკეთა, რომ პასუხისგებაში შესაძლოა, თავად სააკაშვილიც მიეცეს 2006 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესაძლო ხელისშეშლისათვის”.
როგორც ავტორი – ალან კულისონი აღნიშნავს, „სააკაშვილის პოპულარობა მნიშვნელოვნად დაეცა მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოსთვის, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში იწურება”.
„მის მიმართ ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მთავრობა წინდაუხედავად იქცევა და მისი ჩინოვნიკები ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ. ორი დღის წინ დაკავებული ვანო მერაბიშვილიდ და ზურაბ ჭიაბერაშვილი სააკაშვილის უახლოესი მომხრეები არიან. პროკურატურის განცხადებით, განახლდა 2006 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიებაც. მაშინ ქალაქის გარეუბანში მოკლული იპოვეს პიროვნება, რომელმაც რამდენიმე ძალოვანს რესტორანში შეურაცხყოფა მიაყენა” – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორს ამ საკითხზე ანალიტიკოს ალექსანდრე რონდელის პოზიციაც მოჰყავს, რომლის თანახმად, ახალი მთავრობის მეთაური, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით დიდ პოლიტიკურ რისკზე მიდის”.
„მთავრობა ცდილობს, აჩვენოს, რომ ის მართლმსაჯულების აღსრულებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს დელიკატური საკითხია, რამდენადაც ყველა ეს საქმე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არის მიმართული”, – თვლის, ავტორის ინფორმაციით, რონდელი.

 

სხვა ახალი ამბები: