თეატრების საერთაშორისო ფესტივალს ფოთი წელს მეოთხედ უმასპინძლებს

0

21 – 30 ივლისს ფოთი ქართველი და უცხოელი თეატრალების ყურადღების ცენტრში მოექცევა. ქალაქი, წელს მეოთხედ, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.

მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან ჩამოსული დასები. მასტერკლასებს გამართავენ მსოფლიოს ცნობილი თეატრმცოდნეები.

თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფესტივალის ორგანიზატორს, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ ,,დღეს“ დირექტორს, ნინელი ჭანკვეტაძეს შეხვდა.