თენგიზ გუნავა მეგის ქარდავას პასუხობს

0

“ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი კარგი რეფორმა გაკეთდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც. ერთ-ერთი ჩავარდნა, სამწუხაროდ, იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმაც აღიარა”-ასეთ განმართებას აკეთებს პარლამენტის წევრი თენგიზ გუნავა მეგის ქარდავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გუნავას განცხადებით, ის  არ ეთანხმება მეგის ქარდავას იმ საკითხშიც, რომ თითქოს ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალი იყო და შემდეგ სხვანაირად მიუტანეს პრეზიდენტს.

“იყო ჩავარდნა, რომელიც გამოჩნდა იმ პერიოდში და ეს ვთქვით ყველა ჩვენგანმა, ამაზე ხმამაღლა ისაუბრა მაშინდელმა პრეზიდენტმაც. მსგავსი ფაქტები არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ მაშინ პასუხისგებაში მივეცით სამსახურის ხელმძღვანელები და იმდროინდელი მუშაკები. განცხადებას, რომ ეს კონკრეტული ჯგუფის ბრალი იყო და შემდეგ სხვანაირად მიუტანეს პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმები”-აცხადებს “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი თენგიზ გუნავა.

ცნობისათვის, შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავასთან ინტერვიუ აფხაზეთის ხმამ გამოაქვეყნა. ქარდავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე, მათ შორის, ციხის კადრებსა და ე.წ. კასრების საქმეზე საუბრობს.

სხვა ახალი ამბები: