თხილის მავნებელი მწერების შეწამვლვა სამეგრელოში მაისის ბოლოს დაიწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, თხილის მავნებელ მწერებთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორთან და რაიონის გამგებლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე თხილის მავნებელი მწერების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე და ტექნიკურ დეტალებზე იმსჯელეს.

სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ ცენტრალურ მთავრობას, რეგიონის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პირველი ეტაპი პრობლემის მონიტორინგს და სხვადასხვა მიმართულების ტრენინგების ჩატარებას დაეთმობა. ყველა სოფელში მოხდება სატყუარა მახეების ჩამოკიდება. ჯგუფების რაოდენობა კი სოფლების ფართობის მიხედვით განისაზღვრება.

შეწამვლის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს უნდა განხორციელდეს. დარიგდება სპეციალური ბროშურები, რომლიდანაც მოსახლეობა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

სხვა ახალი ამბები: