თოვლს ქალაქ ფოთში პრობლემები არ შეუქმნია

0

მთელი ღამის განმავლობაში ქალაქ ფოთში ინტენსიურად თოვდა,თუმცა მოსულ ნალექს ამ დროისთის ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა აბონენტს. პრობლემები არ შექმნილა გაზმომარაგების მხრივაც.

მერის მოადგილის ,ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით , გზებზე წარმოქმნილი და მოსალოდნელი პრობლემების მოსაგვარებლად შეძენილია ტექნიკური მარილი,რომელიც დაიყარა ქალაქის ყველა ხიდზე. პერმანენტულად იწმინდება გზის სავალი ნაწილები,ტროტუარები.

მოსალოდნელი უამინდობის გამო მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები,რომლებიც 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სხვა ახალი ამბები: