“თქვენ მოსახლეობას იმედები გაუცრუთ!”- სოციალურ ქსელში გიზო სართანიას თანამდებობაზე დაბრუნებას აპროტესტებენ

0

“პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატი გიზო სართანია, რომელიც 8 ოქტომბრერს ჩატარებულ გამგებლობის არჩევნებზე დამარცხდა დღეს დილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაამგებლის მოვალეობის შესრულებას ისევ შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ სართანიამ სკანდალურად ცნობილი განცხადებების შემდეგ “ქართული ოცნება” დემონსტრაციულად დატოვა, თუმცა თანამდებობა გამგეობაში შეინარჩუნა და გადადგომას შვებულებაში გასვლა არჩია.

გიზო სართანია გამგეობის კედლებს არჩევნებში წაგების შემდეგ ისევ დაუბრუნდა. მის დაბრუნებას საჯარო სამსახურში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები სოციალურ ქსელში პროტესტით შეხვდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მერი შენგელაია გიზო სართანიას “მეორედ მოსვლას” ასე აფასებს.

“სინდისის ნატამალი რომ არ შერჩება კაცს რაზეა საუბარი ? ისედაც ვიცოდით, ვინ იყო და რა იყო, რა კატეგორის წარმოადგენდა, მაგრამ ის რომ დღეს სამსახურში გამოვიდოდა და გამგებლის მოვალეობის შესრულებას ურცხვად დაიწყებდა და კაბინეტში მოკალათდებოდა ნამდვილად არ მეგონა. ნუთუ არ რცხვენია? ნუთუ იმდენად მიუხვედრელი ხალხი ვგონივართ, ვერ ვხვდებით რა მოხდა და როგორ?
ეს ის ადამინი არაა, ვინც არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას აპირებდა?! მაგრამ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი გიზო სართანიას ხმათა მაქსიმუმი უბნებზე ყოფილა 86!  რა გამოდის ? დანარჩენი თქვენთვის მიმინდვია ! ! !”,- წერს შენგელაია სოციალურ ქსელში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი თამუნა ჯიქია ასევე აპროტესტებს გიზო სართანიას სამსახურში დაბრუნებას განცდილი მარცხის შემდეგ. ჯიქია სართანიას საარჩევნო ბიულეტინების გაბათილებაში ადანაშაულებს.

ზუგდიდში საარჩევნო მარათონი ყველა პარტიამ სათავისოდ გამოიყენა, ზოგიერთმა კი როგორც სხვას, ასევე საკუთარ თავსაც ავნო. ზუგდიდს საარჩენო ისტორიაში 2068 ბათილი ბიულეტენი არ ახსოვს. ეს მაჩვენებელი მხოლოდ წელს დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატის გურგენ სართანიას “უნიჭო” საარჩევნო კამპანიით.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, გურგენ სართანია შეხვედრებზე ამომრჩევლებს მოუწოდებდა 8 ოქტომბრის არჩევნებზე შემოეხაზათ ნომერი 8 და ნომერი 41, რადგან ორივე ნომრის ქვეშ მყოფი პარტია ერთ საქმეს ემსახურებოდა. სწორედ ამან დააბნია ამომრჩეველი და ბათილი ბიულეტინების 95%-ზე ერთდროულად შემოხაზული იყო ნომერი 8 და ნომერი 41. საბოლოო ჯამში კი გურგენ სართანიამ არჩევნები პირწმინდად წააგო და მმართველ პარტიასაც “კოჭი დაუგორა”. პარტიას, რომლის სახესაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა და ამით უფლება მისცა “სისხლიანი 9 წელიწადის” შემქმნელებს კიდევ ერთხელ ეთარეშათ ზუგდიდში და ებძოლათ გამარჯვებისთვის მეორე ტურში.

სირცხვილია, ეს ბატონო გურგენ! თქვენ მოსახლეობას იმედები გაუცრუთ! თქვენი ამომრჩევლები ნაცებისთვის გაკეთებულ ამ “კარგ” საქმეს არ დაგივიწყებთ!”,-წერს სოციალურ ქსელში თამუნა ჯიქია.

 

სხვა ახალი ამბები: