“თქვენს დანაშაულებებზე ისაუბრეთ”- სატელეფონო ზარი ზუგდიდიდან ლალი ანთიას წინააღმდეგ (ვიდეო)

0

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ (გიზო) სართანიას დედა, ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია დღეს ტელეკომპანია “ობიექტივის” სტუმარი იყო. ლალი ანთია პირდაპირ ეთერში ტრადიციულად ყვებოდა დაუდასტურებელ ამბებს სამეგრელოში ე. წ “კორუფციულ გარიგებებსა” და მეპოტიზმზე. ლალი ანთიასთან პირდაპირ ეთერში დიალოგში ჩაერთო მაყურებელი ზუგდიდიდან, რომელმაც ანთიას ის დანაშაულებები შეახსენა, რომელიც მას ჩაუდენია.

წამყვანის კითხვაზე განემარტა მას მაყურებლის მიერ გახმაურებული ბრალდებები, ლალი ანთიამ სატელეფონო ჩართვა დაკვეთილად ჩათვალა და ის სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას დააბრალა. თავად კითხვებისთვის კი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერს პასუხი არ გაუცია.

სხვა ახალი ამბები: