თვის ბოლოს ზუგდიდის მერიას კიდევ ერთი საფეხბურთო მოედანი ჩაბარდება

0

12339229_1044736215547912_8338616079537518443_oქალაქ ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ზედაეწერში საფეხბურთო მოედნის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია ინტენსიურად ზედამხედველობს. მოედანი 1000 მაყურებელს დაიტევს და აღჭურვილი იქნება საშხაპეებით, გასახდელებით, ვიპ ლოჟით, მსაჯთა და საკონფერენციო დარბაზებით. საერაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.