ტყაიაში ამბულატორიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

0

ზუგდიდის მუნოციპალიტეტის სოფელ ტყაიაში, ამბულატორიის ყოფილ შენობას ჯერ ჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ცეცხლი გაუჩნდა.  ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოახერხეს.

მუნიციპალიტტის გამგებლის წარმომადგენლის, ედემ კაკუტიას განცხადებით, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი.

“რამდენიმე საათის წინ ამბულატორიის ყოფილი შენობა დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოხდა. დამწვარია დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი,”-აცხადებს ედემ კეკუტია.

სხვა ახალი ამბები: