წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს

0

წინასაარჩევნო შეხვედრებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში აქტიურად განაგრძობს “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა. ხარჩილავას განცხადებით, მისი ყოველდღიური იმდენად დატვირთულია, რომ ვეღარ ასწრებს წინასაარჩევნო შტაბის წევრებთან “კაბინეტურ” საუბრებს. მისივე განმარტებით, მას რამდენიმე შეხვედრა აქვს ყოველდღიურად დაგეგმილი, როგორც წალენჯიხაში, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში.

გიორგი ხარჩილავა აღნიშნავს, რომ მისი მიზანია დეტალურად გაეცნოს ადგილობრივების პრობლემებს და იზრუნოს ამ პრობლემების მოგვარებაზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, პირობას დებს, რომ მხოლოდ ხალხის მსახური იქნება და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანომდე მათ გასაჭირს მიიტანს.

“ჩვენ ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ვიგებთ ხალხის აზრს და ვეცნობით მათ ყველა პრობლემას, რათა სამომავლოდ იყოს ყველაფერი გათვალისწინებული. შეკითხვები, პოლემიკა, დიალოგი ყველა შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ორ მოძმე რაიონს საერთო, ერთგვარი პრობლემენი აწუხებს-არაეფექტური ადგილობრივი მმართველობა,უკიდურესი სოციალური შეჭირვება ,ნდობის დაკარგვა პოლიტიკოსებისადმი, შეუსრულებელი დაპირებები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამ დღეებში უბან უბან დაპირებებით გააქტიურებული აგიტატორები”-აცხადებს “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა.

სხვა ახალი ამბები: