წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხა -ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა გულორდავა ადგილობრივ მოსახლეობასთნა წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გულორდავამ მოსახლეობას გააცნო საარჩვენო პროგრამა. ადგილზე არსებულ პრობლემებსაც გაეცნო,დაისახა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მეთოდები. მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაზიფიცირების საკითხი იყო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ამ და სხვა საკითხის მოგვარებას დაპირდა.

“მინდა რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს შვხვდე და გავიცნო. არ მინდა გაგიჩნდეთ იმის განცდა რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გხვდებით. თქვენს სამსახურში ვიქნები და ჩემი კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. ჩემს გუნდთან ერთად ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი” -განუცხადა ადგილობრივ ამომრჩევლებს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავამ.

სხვა ახალი ამბები: