წალენჯიხა-ჯვარზენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

წალენჯიხა-ჯვარზენის საავტომობილო გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაო პროცესი დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავამ.

ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ასფალტ-ბეტონის საფარის, წაყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, ავტობუსის გჩერებების, გადასასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება ქ. წალენჯიხაში და სრულდება სოფელ საჩინოში. სამუშაოები დაიწყო 2016 წლის მაისში და 2017 წლის მაისში დასრულდება. წალენჯიხა-ჯვარის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო.

პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: