წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

წალენჯიხა – ნაკიფუ – ლეწურწუმე – ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სრულდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად, რომელიც ითვალისწინებს წალენჯიხა – ნაკიფუ – ლეწურწუმე – ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9,291 მ. სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილების და მიერთებების მოწყობას.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბლექ სი გრუპი და მისი ქვემოიჯარე კომპანია წალენჯიხის საგზაო სამმართველო. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 2 784 145.77 ლარს. სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლაშა არქანიამ.

სხვა ახალი ამბები: