წალენჯიხა – ნაკიფუ – ლეწურწუმე – ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა წალენჯიხა – ნაკიფუ – ლეწურწუმე – ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) განსახორციელებლად სრულდება. პროექტი ითვალისწინებს წალენჯიხა – ნაკიფუ – ლეწურწუმე – ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9,291 მ. სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილების და მიერთებების მოწყობას.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბლექ სი გრუპი და მისი ქვემოიჯარე კომპანია წალენჯიხის საგზაო სამმართველო. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 2 784 145.77 ლარს.

სხვა ახალი ამბები: