წალენჯიხასა და ჯვარს დღეიდან ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტით, მუნიციპალიტეტმა ორი ახალი ნაგავმზიდი მიიღო, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჯვარს მოემსახურება. უახლოეს დღეებში ამავე მუნიციპალიტეტში ასი ერთეული ნარჩენების კონტეინერიც შემოვა.

გამგეობის ცნობით, თანამედროვე ტიპის, მერსედესის ფირმის ახალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდები 20 და 13 ტონიანია.

ცნობისათვის, ნარჩენების გამოტანა და ნაგავსაყრელები წლების განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. სოფლების უმეტეს ნაწილში ეტაპობრივად დაიდგა ურნები და დაიწყო ნარჩენების გამოტანა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლებიდან 8 000 ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა მოხერხდა.

სხვა ახალი ამბები: