წალენჯიხაში 160 ბენეფიციარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სააღდგომო ნობათები გადასცა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სააღდგომოდ სასურსათო პაკეტები გადასცეს და დამდეგი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს, სოციალურად დაუცველთ, მრავალშვილიან ოჯახებს და უხუცესებს. საჩუქრები 160 ბენეფიციარს გადაეცა.