წალენჯიხაში 98 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდება

0

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში კიდევ 1 კომპანიას ჩაის პლანტაციები გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. შპს „ჯვარი-91“ წელინჯიხის რაიონის სოფლებში ეწერში, საჩინოში და ჯვარში 98 ჰექტარი ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და საწარმოში გადამუშავებას მოახდენს.

პროგრამის ფარგლებში კომპანია 100-მდე ახალ სამუშაო ადგილის შექმნას და პროდუქციას ექსპორტზე გაიტანას გეგმავს. პროგრამა ,,ქართული ჩაი“  2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსება გაიცემა.

2017 წლის აპრილის მდგომარეობით – დაფინანსება უკვე 16-მა ბენეფიციარმა მიიღო.

სხვა ახალი ამბები: