წალენჯიხაში ახალი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა

0

დღეს, 10 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი ქალაქ წალენჯიხის #3 საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსმა ნატო კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის რაც გაკეთდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, წელს ფუნქციონირება დაიწყო სამმა ახალი თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილმა საბავშვო ბაღმა. ესენია მუჟავას,ქალაქ წალენჯიხის #3 და საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბნის საბავშო ბაღი. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი მიქავასა და ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

უახლოეს მომავალში დაიწყება ქალაქ ჯვარის ოჭანეს უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ქალაქ წალენჯიხაში კი #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ეს პროექტები სრულდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის მიერ.

სხვა ახალი ამბები: