წალენჯიხაში ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო

0

,,ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” „საპარტნიორო ფონდთან“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა.

სასწავლო პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იურა ნოზაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფის”დამფუძნებლემა და ქართული ჩაის ქარხანა LAZI-ის დირექტრმა  მიიღეს. სწავლების მიზანია, მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავების და მექანიზირებული ოპერირების ტექნოლოგიების გაცნობა.

ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეებს პრეზენტაციაზე სიტყვით საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ მიმართა; „ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს. საპარტნიორო ფონდისა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” ერთობლივ პროექტით, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობის, ხარისხის ამაღლებას და რეგიონებში დასაქმებას შეუწყობს ხელს.“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავა.

საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში ჩინურმა მხარემ სოფლის მეურმეობის სამინიტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევებს, საერთო პროექტების შემუშავებას, ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებას და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთო ძალებით მუშაობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისში, გასული წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, შორის გაფორმდა. ,,ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი” საქართველოში კომპანია Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd-ის მიერ არის დაფუძნებული.

სხვა ახალი ამბები: