წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

0

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოთხ საცხოვრებელი სახლი დააზიანა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიათ ოთხი სახლიდან ერთ-ერთს, ადგილობრივის, ტარიელ ქარდავას სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

დაზარალებლ მოსახლეობას გაეწათ პირველადი დახმარება და მიმდინარეობს საწვიმარი ბრეზენტით სახლის გადახურვა. ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება წალენჯიხის მოსახლების ნაწილს დროებით შეუწყდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეოაბს დახმარებას გაუწევს.