წალენჯიხაში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

0

დასრულდა წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში დაიგო, ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები, გადასასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასველები, კიუვეტები. ამჟამად მოსაცდელების მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოიცავდა ქალაქ წალენჯიხიდან, სოფელ ოჭანეს, ზედა საჩინოს უბნამდე მონაკვეთს.

მეორე ეტაპის სამუშაოები კი ზედა საჩინო-ჯვარზენის მონაკვეთს მოიცავს და წელს დასრულდება (7,5 კილომეტრი). წალენჯიხა-ჯვარზენის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო.

ამჯამად მიმდინარეობს წალენჯიხა-ნაკიფუ-ჩხოროწუ დამაკავშირებელი 8 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

წელს დაიწყება, ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. წელსვე მოხდება წალენჯიხა-მიქავას დამაკავშირებელი 7 კილომეტრიანი გზის მშენებლობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წელსვე მოხდება, 9 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ახალი გზები დაიგება: ქალაქ წალენჯიხის – წურწუმიას, ადამიას, ფიფიას, სოხუმის მარჯვენა სანაპიროს, ხობელიას, სამეგრელოს, ტაბიძის, ქალაქ ჯვარში კი კოსტავას და ყაზმეგის ქუჩებზე. 2013-2016 წლებში რეაბილიტირდა 21 შიდა ქუჩა.

ამჟამად დასრულებულია წალენჯიხა-საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის პროექტირება. საჩინოს მიმართულებით, ახალი 5 კილომეტრიანი გზა დაიგება. ამავე გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა კი 2013 წელს დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: